ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“მხოლოდ ნიკა მელია არ არის ის პირი, რომელსაც პასუხი უნდა მოეთხოვოს” – ვოლსკი

ვისაუბრეთ, პარლამენტში შემოჭრის მცდელობაზე და იმ ლეგიტიმურ ძალაზე, რაც გამოიყენა პოლიციამ. გარდა ამისა, ვისაუბრეთ იმაზე, მხოლოდ ნიკა მელია არ არის ის პირი, რომელსაც პასუხი უნდა მოეთხოვოს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული უმრავლესობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, 20-21 ივნისს აქციის დაშლისას გამოყენებული ძალა ლეგიტიმური იყო.

„რასაკვირველია, ვისაუბრეთ, პარლამენტში შემოჭრის მცდელობაზე და იმ ლეგიტიმურ ძალაზე, რაც გამოიყენა პოლიციამ. ამავდროულად, ყველამ მხარი დაუჭირა მოსაზრებას, რომ უნდა დაველოდოთ გამოძიებას, რომელიც მაქსიმალური გამჭვირვალობით მიმდინარეობს. უნდა ვნახოთ გამოძიება რა შედეგს მოიტანს და აქედან გამომდინარე, როგორც გახარიამ თქვა, თუკი ეს პასუხისმგებლობა ამოვა იმ დონეზე, რომელზეც იგი საუბრობდა, რასაკვირველია, იგი მიიღებს შესაბამის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, მაგრამ ჩვენ დავაფიქსირეთ ის, რომ ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური და დავაფიქსირეთ ისიც, რომ პროპაგანდისტული შემოტევა მიმდინარეობს იმ მიმართულებით, რომ თითქოსდა არანაირი შეჯახება და პროვოკაცია არ არსებობდა. გარდა ამისა, იმაზეც იყო საუბარი, რომ არც მხოლოდ ნიკა მელიაა ის პიროვნება, რომელსაც პასუხი უნდა მოეთხოვოს. ბევრი ადამიანი იდენტიფიცირებულია, – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს პარლამენტში რუსი დეპუტატები იმყოფებობდნენ 26-ე მართმადიდებლობის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში. რუსეთის დუმი-ს დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის სავარძელშ აღმოჩნდა.

ამას მოყვა აქციები, სადაც დეპუტატების საქართველოდან გაძევებასა და პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვდნენ. აქცია რამდენიმე საათში პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.

მომდევნო დღეებში მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ და მათ სამი მთავარი მოთხოვნა ქონდათ – შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომა და პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება.

კობახიძის გადადგომის შედეგად კიდევ ერთი მოთხოვნა გაჩნდა – აქციის დღეს ყველა დაპატიმრებულის გათავისუფლება, რაც ამ დროისთვის შესრულებულია.

ამის შემდეგ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევენბი პროპორციული სისტემით გაიმართება. თუმცა, კიდევ ერთი მოთხოვნა – გახარიას გადადგომა არ დააკმაყოფილა მმართველმა გუნდმა.

იტვირთბა....