ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, 2020 წლის არჩევნები საარჩევნო ბლოკების შექმნას აღარ ითვალისწინებს

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რომლის ჩატარებასაც მმართველი გუნდი პროპორციული სისტემითა და ნულოვანი საარჩევნო ბარიერით გეგმავს, საარჩევნო ბლოკების შექმნა აღარ იქნება დაშვვებული.

“ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ცვლილებები კონსტიტუციური კანონის გარდამავალ დებულებებში ხორციელდება. პროექტის მიხედვით, ამოღებულია ჩანაწერი 3%-იან საარჩევნო ბარიერსა და ასევე, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე.

კონსტიტუციური კანონის გარდამავალ დებულებებში გაიწერება, რომ იმისათვის, რომ განისაზღვროს რამდენი მანდატი მიიღო პარტიამ, მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა გამრავლედება 150-ზე და გაიყოფა ყველა პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობაზე. მიღებული მთელი რიცხვი პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა იქნება.

ამასთან, გადაუნაწილებელი მანდატების დარჩენის შემთხვევაში, ის საუკეთესო შედეგის მქონე პარტიებს შორის, რიგითობით განაწილდება.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო კანონში ცვლილებები უმრავლესობის მიერ უკვე ინიცირებულია.

წყარო: ინტერპრესნიუსი

იტვირთბა....