მთავარი ციტატა

ჩავიცვამ პიჯაკს, მივალ პარლამენტში, გამოვალ სიტყვით და დამაპატიმრებენ? – მელია

გუშინწინ მუშტებს მიქნევდნენ ხელებს მიქნევდნენ და მეუბნებოდნენ,რომ დასაჭერი ხარ. დღეს კიდევ უფრო დაბნეული და ჩაფიქრებული არიან და პოლიტიკური დოინჯის პოზა აქვთ, ასე დგანან და არ იციან რა გააკეთონ.

ეს არ არის მთავარი, მთავარია, რომ მე ვიცი რაც უნდა გავაკეთო. ვივლი პარლამენტში, როგორც მინიმუმ. წარმოიდგინეთ, დილით ავდგები გავიკეთებ ჰალსტუხს, ჩავიცვამ პიჯაკს მივალ პარლამენტში, გამოვალ სიტყვით და დამაპატიმრებენ?ცივილიზებულ სამყაროს რას ეტყვიან,რომ გამოცხადდა პარლამენტარი, წარმოთქვა სიტყვა ეს არის გირაოს პირობების დარღვევა და უნდა წავიდეს ციხეში? სადაც არ უნდა გაიხედონ ყველგან თავი მოეჭრებათ. იმიტომ რომ ბოროტი განზრახვა ჰქონდათ და ეს განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანეს. აბსურდულ სპირალში არიან შესული

ნიკა მელია

შეგახსენებთ რომ გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

იტვირთბა....