ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ინფორმაცია, რომ ჩემი სახლიდან ღირებულ ფრაგმენტები და ჩუქურთმები იხსნება და უკან არ ბრუნდება, ტყუილია – ქუცნაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ზაქარია ქუცნაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, რომ ფრაგმენტები და ჩუქურთმები, რომლებიც ტურგენევის 2 და 4 ნომრებში ჩამოხსნეს ღია ცის ქვეშ აწყვია, ხოლო რემონტზე მომუშავე მუშებმა ადგილობრივებს უთხრეს, რომ რადგან არ აპირებენ ფრაგმენტების უკან დაბრუნებას, შეუძლიათ ისინი აიღონ კიდეც. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო “თავისუფლებამ” გაავრცელა.

ქუცნაშვილის განცხადებით, ნივთები რეაბილიტაციისთვისაა ჩაბარებული, რადგან მათი პირვანდელი სახით აღდგენა შეუძლებელია და ის, რომ ნივთები წაიღეს და უკან არ აბრუნებენ, სიცრუეა.

“თუ მაგას ამბობენ, რომ ღირებულ ფრაგმენტებს და ჩუქურთმებს უკან აღარ აბრუნებსო, არის ტყუილი. ინფორმაცია სწორი არის იმ ნაწილში, რომ ნივთები ჩაბარებულია რეაბილიტაციისთვის, რომ ჩამოისხას ეს ნივთები, რადგან ეს ნივთები დაზიანებულია და მისი პირვანდელი სახით აღდგენა შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, უნდა მოხდეს ახალი იდენტური ფიგურების ჩამოხსნა. ინფორმაცია, რომ ვიღაცა საკუთარ ქონებას აუარესებს, არის ტყუილი. პირიქით, ყველა მეზობელს შეგიძლიათ კითხოთ თუ რა მადლობელია მოსახლეობა იმის გამო, რომ ჩვენ ძველ და მიტოვებულ შენობას რეაბილიტაციას ვუკეთებთ. ის ჩუქურთმები გარედან აყვანილია. დამტვრეული რომ არის უნდა ჩამოხსნა, ახალი ჩამოასხა და თავიდან აიყვანო. თუ არ ჩამოხსენი, ისე ვერ აიღებ ნიმუშს და ვერ მიამაგრებ ახალს. ჩუქურთმები და ფრაგმენტები ჩვენ შენახული გვაქვს, უბრალოდ, ერთი მოიპარეს”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

იტვირთბა....