რუსეთი ამბობს, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნა არ არის, საქართველოში მყოფი რუსები კი სხვაგვარად ფიქრობენ – ამ სათაურით BBC აქვეყნებს სტატიას , რომელშიც საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და მიმდინარე საპროტესტო აქციებზეა საუბარი.
“სახელმწიფო გაფრთხილებთ, რომ ვერავინ მოგცემთ გარანტიას უსაფრთხოების შესახებ, საქართველოში” – აცხადებს მოსკოვი.
რაც შეეხებათ საქართველოში მყოფ რუსებს, ისინი ამბობენ:
“ჩვენ არ ვუსმენთ პუტინის რჩევას, ჩვენ საკუთარი შეხედულებები გვაქვს”, – განაცხადა კატიამ, თბილისში, შარდენის ქუჩაზე.
“შარდენზე მყოფთა უმრავლესობა რუსები არიან და არცერთ მათგანს უთქვამს BBC-თვის, რომ თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს”. – ვკითხულობთ სტატიაში, რომელიც სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: Russia says Georgia isn’t safe. Russians in Georgia say otherwise