ენგურის ხიდი ჩაკეტილია, რის გამოც ოკუპირებული რეგიონიდან გადმოსვლას საქართველოს მოქალაქეები ვერ ახერხებენ. ამის შესახებ “რუსთავი 2” იტყობინება.
მამაკაცი, რომელმაც სპეციალური საშვით მოახერხა გადმოსვლა, ამბობს, რომ ის ჰესის სამშენებლო სამუშაოებზეა დასაქმებული და ამიტომ დართეს ნება გადმოეკვეთა ე.წ. საზღვარი.
აღსანიშნავია, რომ ენგურს გადმოღმა არ ატარებენ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ახლობლები სასწრაფო სამკურნალო ჰყავთ, ან უკვე მკურნალობენ დანარჩენი საქართველოს სტაციონარებში.
ხიდის ჩაკეტვის მიზეზი 20 ივნისის შემდეგ, დედაქალაქში განვითარებული მოვლენები და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში გამართული საპროტესტო აქციებია.
როგორც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებზე დაყრდნობით საუბრობენ, შესაძლოა ე.წ. საზღვარი 10 დღე არ გაიხსნას.