როგორც “გურია ნიუსი” შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, შეკვეთილში, აქციის მონაწილეთა ნაწილმა, ,,ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა, დენდროლოგიურ პარკთან გადაინაცვლეს. ისინი იქ შეღწევას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. ხმაური რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა.
2018 წელს ივანიშვილი დაგვპირდა, რომ დენდროლოგიური პარკი იქნებოდა საზოგადოების კუთვნილება. თუმცა, დღეს აღმოჩნდა რომ ეს პარკი მან მოიწყო თავისთვის. წინააღმდეგობის ბარიერი აღმართა ასობით პილიციელმა, რაც მიუთითებს იმას, რომ გახარიას უწყება მის უსიტყვო მორჩილებაში იმყოფება”, – განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის” ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, საკრებულოს წევრმა, ბონდო თედორაძემ.
ივანიშვილის სახლთან საპროტესტო აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
იტვირთბა....