fbpx
მთავარი ციტატა

“გახარია დღეს არის ეჭვმიტანილი, თუ არა უკვე ბრალდებულიც” – ოქრუაშვილი

“20 ივნისის შემდეგ ბრაზი კიდევ უფრო მეტად გამიმწვავდა გახარიას მოსმენის შემდეგ. ეს არ იყო სიტუაციისადმი ადეკვატური რეაქციის მქონე პიროვნების განცხადება, გახარია დღეს არის ეჭვმიტნილი, თუ არა უკვე ბრალდებული”

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს პარლამენტში რუსი დეპუტატები იმყოფებობდნენ 26-ე მართმადიდებლობის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში. რუსეთის დუმი-ს დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის სავარძელშ აღმოჩნდა.

ამას მოყვა აქციები, სადაც დეპუტატების საქართველოდან გაძევებასა და პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვდნენ. აქცია რამდენიმე საათში პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.

მომდევნო დღეებში მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ და მათ სამი მთავარი მოთხოვნა ქონდათ – შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომა და პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება.

კობახიძის გადადგომის შედეგად კიდევ ერთი მოთხოვნა გაჩნდა – აქციის დღეს ყველა დაპატიმრებულის გათავისუფლება, რაც ამ დროისთვის შესრულებულია.

ამის შემდეგ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევენბი პროპორციული სისტემით გაიმართება. თუმცა, კიდევ ერთი მოთხოვნა – გახარიას გადადგომა არ დააკმაყოფილა მმართველმა გუნდმა.

ამ დროისთვის აქციები კვლავ გრძელდება, რათა ბოლო მოთხოვნაც შესრულდეს. გახარიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობენ სტუდენტებიც.

გიორგი გახარია, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან შეხვედრისას;

ირაკლი ოქრუაშვილი, “გამარჯვებული საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი
“ტვ პირველის” ეთერი

სხვა ამბები

სახელმწიფომ უნდა შეძლოს გაკონტროლება, რომ ვინმემ მოქალაქეს ზედმეტი მუშაობა არ აიძულოს – ცქიტიშვილი

newsadmin

21 სექტემბრის ლარის კურსი ცნობილია

newsadmin

ასეთი დაჩაივებული და დამუნჯებული, უხერხემლო და უუნარო არასოდეს ვყოფილვართ – ხიდაშელი

newsadmin

იუსტიციის სამინისტრო რამზან ახიადოვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

newsadmin

“მავნებელი ქოცები მოქალაქეებს უზღუდავენ მეორე სამსახურში მუშაობას”

newsadmin

ახალი კანონპროექტი მოქალაქეს, ერთზე მეტ სამსახურში მუშაობას უზღუდავს

newsadmin
იტვირთბა....