ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე ეკისრება მსჯავრდებულ სააკაშვილს და მის აგრესიულ ჯგუფს” – ბახტაძე

პასუხისმგებლობა ეკისრება სააკაშვილსა და მის აგრესიულ ჯგუფს – აცხადებს პრემიერი 20 ივნისის ღამის დარბევაზე საუბრისას.

მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ეს იყო უმძიმესი ღამე. თუმცა ამბობს, რომ ის, რაც 20 ივნისის ღამეს მოხდა, არ იყო შს სამინისტროს, ან მისი ხელმძღვანელის არჩევანი.

„ეს არის მათი მოვალეობა დაიცვან კონსტიტუცია და წესრიგი ქვეყანაში. შედეგი არის მძიმე იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი მოქალაქეები დაზარალდნენ. ადამიანების ჯანმრთელობაზე მაღლა არაფერი დგას.

პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე ეკისრება მსჯავრდებულ სააკაშვილს და მის აგრესიულ ჯგუფს, რომლებიც შეეცადნენ, გამოეყენებინათ ჩვენი მოქალაქეების გულწრფელი პროტესტის და იერიში მიეტანა ჩვენს კონსტიტუციაზე.

საზოგადოება თანხმდება, რომ ცალკეულ შემთხვევებში, ცალკეული ადამიანების მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტების შემთხვევას, ანუ ერთის მხრივ გვაქვს სიტუაცია, როცა ყველა თანხმდება, რომ ბოლო მომენტამდე ჩვენი სამართალდამცველები აკეთებდნენ ყველაფერს, რომ არ მომხდარიყო ჩარევა, მაგრამ როდესაც ვერ აკავებდა კორდონი , ისინი იძულებული იყვნენ გამოეყენებინათ ლეგიტიმური ძალა, ეს არის შეფასება, რომელსაც აკეთებს ყველა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია,“-განაცხადა ბახტაძემ.
წყარო – “რუსთავი2

იტვირთბა....