ახალი ამბები

ხელისუფლებას არ აქვს პასუხი არსებულ კითხვებზე – ბაქრაძე პარლამენტში ბახტაძის არმოსვლას გამოეხმაურა

დღეს ქართულმა საზოგადოებამ იხილა პრემიერმინისტრი, რომელიც ვერ მოდის პარლამენტში იმისთვის, რომ პასუხი გასცეს დეპუტატების შეკითხვებს – ამის შესახებ ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა

მისი თქმით, ბახტაძის არმოსვლა ნიშნავს, რომ ხელისუფლებას არ აქვს პასუხი არსებულ კითხვებზე.

“დღეს ქართულმა საზოგადოებამ იხილა პრემიერ-მინისტრი, რომელიც ვერ მოდის პარლამენტში იმისთვის, რომ პასუხი გასცეს დეპუტატების შეკითხვებს. ბახტაძის არმოსვლაარის ერთადერთი რამის პირდაპირი აღიარება – პრემიერს და ხელისუფლებას არ აქვს პასუხი იმ მთავარ მოთხოვნაზე, რომლითაც უკვე კვირაზე მეტია, ათასობით ადამიანი გამოდის ქუჩაში – ეს არის დარბევაში დამნაშავეების დასჯა და შს მინისტრის გადადგომა. პრემიერმინისტრის გადადგომა ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება არ არის მზად, პასუხი გასცეს ხალხის მთავარ კითხვას. მაგრამ დამალვა ამას ვერ უშველის. ბახტაძესაცგახარიასაც და მთლიანად ხელისუფლებასაც აუცილებლად მოუწევს პასუხის გაცემა იმ კითხვაზე, როდის დაისჯებიან დამნაშავეები, როდის დაისჯებიან ის ადამიანები, ვინც დამიზნებით ახალგაზრდა ადამიანებს, გოგოებს, თვალებს თხრიდა დათვის ტყვიებით. ეს არის იმ ტიპს დანაშაული, რომელზეც პასუხისგება აუცილებლად მოუწევთ, ამიტომ დამალვა და პარლამენტში არმოსვლა ვერ იქნება გამოსავალი.’ – განაცხადა ბაქრაძემ

როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია პრემიერ-მინისტრი პარლამენტში პასუხისმგებლობის ასაღებად მივიდეს.

“ჩვენ მოვითხოვთ, ბახტაძე გამოცხადდეს პარლამენტში, ოღონდ არა ანგარიშით და ტრაბახით, რას აკეთებს ხელისუფლება ხალხისთვის – რას აკეთებს, ამას ხალხი თავის თავზე გრძნობს, გრძნობს გაძვირებულ ცხოვრებასაც, გაუფასურებულ ლარსაც. ამიტომ ამაზე სალაპარაკოდ ნამდვილად არ უნდა მოვიდეს პარლამენტში – უნდა მოვიდეს ერთი რამისთვის – აიღოს პასუხისმგებლობა და პასუხი გასცეს ხალხს კითხვაზე, როდის დაისჯებიან დამნაშავეები და როდის აიღებს პასუხისმგებლობას შს მინისტრი”, – თქვა ბაქრაძემ.

მამუკა ბახტაძე 27 ივნისს პარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით უნდა წარმსდგარიყო, თუმცა უარი თქვა. მთავრობის ადმინისტრაციას განმარტება არ გაუკეთებია.

იტვირთბა....