რუსულმა სასამართლომ პირველად გაასამართლა თავისი მოქალაქე ცეკვისათვის, რომელიც მოსამართლემ შეაფასა, როგორც ხელისუფებისადმი უპატივცემულობა. მოქალაქემ ცეკვა ჩაწერა ქალაქის მოედანზე, ცენტრში აღმართული ძეგლის წინ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სააგენტო “ვედემოსტი” ავრცელებს.
როგორც ირკვევა, შემთხვევა მოხდა ბრიანსკის სასამართლოში, მოქალაქე, ვინმე ჩერვიაკოვის წინააღმდეგ, რომელიც 30 000 რუსული რუბლით დააჯარიმეს.
სასამართლო მასალების მიხედვით, ბრალდებულმა დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ უბრალოდ სხცაბ მიზნები ამოძრავდებდა და კარგ ადგილს ეძებდა მიმზიდველი ფოტოების გადასაღებად. მეორე დღეს კი, როგორც ის ყვება, ვიდეო განათავსა სოციალურ ქსელში. მისი თქმით, მას არ უნდოდა შეურაცხყოფა მიეყენებინა ხელისუფლებისათვის.
მსგავსი ბრალდება წაუყენეს მიმდინარე წელს, რუსეთის კიდევ ერთ მოქალაქეს. ეს იყო ნოვგოროდის ოლქის მაცხოვრებელი ვინმე იური კარტიჟევი, რომელმაც სოციალურ ქსელში პრეზიდენტ პუტინის საწინააღმდეგო, კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა. ისიც სასამართლომ, იმავე მუხლით და იმავე ჯარიმით გამოისტუმრა სასამართლო დარბაზიდან.
კიდევ ერთი შემთხვევა იყო 2015 წელს. ნოვოროსიისკში, რამდენიმე არასრულწლოვანს მიუსაჯეს მემორიალ “მცირე მიწასთან” ცეკვის გამო, რომელიც YOUTUBE-ზე აიტვირთა. მცირეწლოვანებს 10-15 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს და რაც ყველაზე მთავარია, ცეკვის აქტი შეფასებული იყო, როგორც წვრილმანი ხულიგნობა.