„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ მომავალი კვირიდან „ნაციონალური მოძრაობა“ მუშაობას დაიწყებს ე.წ. გავრილოვის სიაზე, სადაც იმ ადამიანების ჩამონათვალი იქნება, რომლებიც რუსეთს ოკუპაციისკენ გზას უხსნიან.
„მომავალი კვირიდან დავიწყებთ მუშაობას როგორც პარლამენტში, ისე საერთაშორისო თანამეგობრობასთან, რათა შედგეს ე.წ. გავრილოვის სია იმ ხალხის ჩამონათვალით, რომელიც დღეს ქვეყანაში საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიას, რომელიც ფაქტობრივად, გზას უხსნის ქვეყნის შემდგომ ოკუპაციას რუსეთის მხრიდან და მოითხოვს ამ ადამიანების წინააღმდეგ შესაბამისი ზომების გატარებას. ყველა დეტალს გაცნობებთ მაშინ, როდესაც დავიწყებთ ამ კონკრეტულ სიაზე მუშაობას“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.