არსებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშით დღევანდელ პლენარულ სხდომაზე აღარ გამოვა.
ინტერპრესნიუსის ცნობით, არაოფიციალური ინფორმაციით ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება.
პარლამენტის რეგლამენტით, საკანონმდებლო ორგანოში პრემიერის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა სავალდებულოა, რაც საგაზაფხულო სესიის ბოლო თვეს – ივნისში უნდა მოხდეს. პარლამენტის საგაზაფხულო სესია 28 ივნისს იხურება. ბიუროს გადაწყვეტილებით, პრემიერმინისტრის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა 27 ივნისის სესიაზე იყო დანიშნული.
პრემიერმა მთავრობის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში პარლამენტს წერილობითი ფორმით ივნისის დასაწყისში გადაუგზავნა.