ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“როცა ამ აქციას ნაცების აქციას ეძახით, რელაქსაციას იკეთებთ?” – კალატოზიშვილი

“თავს იწყნარებთ და იმშვიდებთ, როცა ამ აქციას ნაცების აქციას ეძახით, რელაქსაციას იკეთებთ ამით და მშვიდდებით თუ რა ხდება?“ – ამის შესახებ მსახიობმა, ნანკა კალატოზიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა. ის საპროტესტო აქციაზე იმყოფება, რომელიც უკვე, თითქმის, ერთი კვირაა, პარლამენტის შენობის წინ იმართება.

ნანკა კალატოზიშვილის თქმით, რუსეთის დუმის დეპუტატის საქართველოს პარლამენტში ყოფნის გაპროტესტება თავმოყვარეობის საკითხია და მას პარტიულობა არ სჭირდება.

„სრულიად ყველა პარტიას, პოლიტიკოსს და თქვენს თანამოაზრეებს, მინდა, გითხრათ, რომ ნუ გადაგვაყოლეთ ამ თქვენს უკვე ფანატიზმში გადასულს არაჯანსაღ, არაადეკვატურ ქოცნაცურ, ჯინაზე პოლიტიკას. ბერად მარტივად არის საქმე, თქვენთვის უფერო ბევრად რთულად. თავმოყვარეობას არ სჭირდება პარტიულობა. როდესაც პარლამენტში გვისვამთ იმ საშინელ ადამიანს და მერე გიკვირთ, რომ გამოვდივართ, თავმოყვარეობას არ სჭირდება პარტიულობა, ვისაც გიკვირთ, იმას, ალბათ, თავმოყვარეობაც არ გაქვთ. ძალადობის დამხობას, ძალადობის დაგმობას პარტიულობა არ სჭირდება, როცა კარდაკარ სდიეთ ახალგაზრდებს და დაასახიჩრეთ. ამას არ სჭირდებათ პარტიულობა,“ – განაცხადა ნანკა კალატოზიშვილმა.

იტვირთბა....