ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სოციალური ქსელი

“სრულად ვუჭერ მხარს გიორგი გახარიას და ის არ უნდა გადადგეს!” – ქაცარავა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა, სტრასბურგიდან ეხმაურება ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეწყვეტას და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. გარდა ამისა, ქაცარავას თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრი არ უნდა გადადგეს.

“არ ვარ საქართველოში, სტარსბურგში ვარ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე და ჩემი გამოცდილებით ყველაზე მძიმე და დამღლელი სესიაა, რაშიც კი მიმიღია მონაწილეობა (მიზეზები გასაგებია). მაგრამ ახლა სხვა რამის დაწერა მინდა: თბილისში სესიაზე რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად მივცემდი ხმას მელიასთვის მანდატის დროებით შეჩერებას და მეორე – სრულად ვუჭერ მხარს გიორგი გახარიას და ის არ უნდა გადადგეს!”, – წერს ქაცარავა

იტვირთბა....