ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“დღეს ნამდვილად ავიღეთ პარლამენტი შტურმით, მორალური უპირატესობით” – მელია

დღეს ნამდვილად ავიღეთ პარლამენტი შტურმით, მორალური უპირატესობით, სიმართლით, სიმტკიცით, ძლიერი ერთობით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ პარლამენტის შენობასთან აქციაზე განაცხადა.

მელიამ საქართველოს მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ძალიან უსამართლოდ გვაბრალებენ იმას, თითქოს 20 ივნისს ჩვენ გვინდოდა შტურმით აგვეღო პარლამენტის შენობა. მაგრამ თუკი მართლა ვინმეს აუღია შტურმით პარლამენტის შენობა, დღეს ნამდვილად ავიღეთ პარლამენტი შტურმით, მორალური უპირატესობით. სიმართლით, სიმტკიცით, ძლიერი ერთობით. მადლობა ყველა თქვენგან ასიათასობით საქართველოს მოქალაქე, ვგრძნობდი მხარდაჭერას. ამდენი ერთად შეშინებული ღირსებააყრილი და თავის თავს რომ არ ეკუთვნიან ადამიანები, რომლებსაც დეპუტატები ჰქვიათ, ერთ დარბაზში მოთავსებული ცხოვრებაში არ მინახავს. უდიდეს მათგანს არ უნდოდა იმის გაკეთება, რისი გაკეთებაც მოუწიათ. ბავშვი როდესაც ხარ და სკოლაში წასვლა არ გინდა, რაღაც მიზეზი მოგვიგონებია, გვითქვამს მშობლისთვის, რომ თავი მტკივა, მუცელი მტკივა და არ წავსულვართ სკოლაში. ისიც ვერ მოახერხა დეპუტატების ნაწილმა მიუხედავად დიდი სურვილისა, სხდომაზე არ მოსულიყვნენ, ეს არის ტრაგედია, რადგან ესენი არიან მმართველი ძალის წარმომადგენლები, რომლებიც ამ ქვეყნის განვითარებაზე უნდა ყოფილიყვნენ პასუხისმგებლები“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ მელიას იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით პარლამენტს პროკურატურამ მიმართა.

15 ხმით, 4-ის წიანაღმდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირეს.

პლენარულ სხდომაზე კი “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი შეუჩერეს და შესაბამისად, მას მოეხსნა იმუნიტეტი. 91 მომხრე და არც ერთი მოწინააღმდეგე – ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები.

გთავაზობთ იმ 91 დეპუტატის სიას, ვინც ნიკა მელიასთვის დეპუტატობის მანდატის შეჩრებას მხარი დაუჭირა.

იტვირთბა....