ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“მელიას წინააღმდეგ ხმა მივეცი, თუმცა ტექნიკური ხარვეზის გამო არ აისახა” – ოდიშარია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კრწანისის ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ, განაცხადა, რომ ხმა მისცა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას, თუმცა ტექნიკური ხარვეზის გამო მისი ხმა არ ასახულა.

“ხმა მივეცი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას, თუმცა არ აისახა” – ამბობს ოდიშარია.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა პროკურატურას უფლება მისცა, სასამართლოს ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება მოსთხოვოს. 91 მომხრე, 0 წინააღმდეგი – ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები. კენჭისყრის პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციამ და სხდომას არ დაესწრო.

ენმ-ის დეპუტატს, ნიკა მელიას, პროკურატურამ ბრალი 20 ივნისის აქციის საქმეზე წარუდგინა. მას აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავებიან.

იტვირთბა....