საგანგებო სიტუაციების მართვის კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, ფონდი “ქართუ” მზადაა აქციის დროს დაშავებულთა საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯები აანაზღაუროს.
რეგიონულ ჰოსპიტალში რჩება სამი პაციენტი, მათ შორის ერთი პაციენტი დღის ბოლომდე პალატაში გადავა. ორი პაციენტი კი, მართვით სუნთქვაზეა. ერთთან გვაქვს საგრძნობი გაუმჯობესება. პაციენტი კონტაქტურია და ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება, რომ აპარატიდან მოიხსნას. მეორე პაციენტთან სტაბილური დინამიკა გვაქვს. სავარაუდოდ, ხანგრძლივი პერიოდი დასჭირდება რეაბილიტაციისთვის. დღეის მდგომარეობით, მთლიანად კლინიკებში რჩება 10 პაციენტი. გუშინ ერთ-ერთის გამგზავრება მოხდა მიუნჰენის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ასევე დღეს გაემგზავრა ორი პოლიციელი თურქეთში. დღეს ღამით იგეგმება კიდევ ერთი პაციენტის გამგზავრება რეაბილიტაციისთვის ისრაელში. ვადასტურებ, რომ ფონდმა „ქართუმ“ გამოხატა მზაობა დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომ დანახარჯი სრულად აანაზღაუროს“, – აცხადებს თალაკვაძე