aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მეტრონომმა” “აიპლიუსის“ დაყაჩაღებაში ბრალდებულის ფოტო მოიპოვა (ფოტო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

პეკინის გამზირზე დღეს მაღაზია “აიპლიუსის” დაყაჩაღება სცადეს. როგორც “აიპლიუსის” მენეჯერმა “მეტრონომს” განუცხადა, მძარცველმა ცივი იარაღით აიყვანა მძევალი და მოითხოვა თანხა და ტექნიკა.

მენეჯერის განცხადებით, მათ პოლიცია გამოიძახეს. მისივე თქმით, სამართალდამცავები 15 წუთში მოვიდნენ და მძარცველი გააუნებელყვეს. ადგილზე 7 საპატრულო პოლიციის მანქანა იმყოფება, ხოლო “მეტრნომის” კორესპოდენტის ცნობით, დაკავებული ამ დრომდე “აიპლიუსის” მაღაზიაში იმყოფება.

დაშავებულები არ არიან.

როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, მაგრამ შეიძება მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

იტვირთბა....