თქვენ ვითომ მოწმეები იცით თუ არა ვინ არიან? თუ არ იცით, მე გეტყვით. დავით ბარამაშვილი – სუს-ის თანამშრომელი, სანდრო ბარამაშვილი – შსს-ს თანამშრომელი, ალექსი ბუიშვილი – ახმეტის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე, ირაკლი შაიშმელაშვილი – თავდაცვის სამინისტრო, ნათია ბერიძე – 2018 წელს არჩევნებში აქტიურად იყო ჩართული კომისიის თავმჯდომარედ თუ მოადგილედ ერთ-ერთ რაინში. ამავე დროს ბაღის თანამშრომელი.
რა არის ეს მეგობრებო?! ესენი არიან მელიას მომხრეები, ვინც იქ იდგნენ და ვიზეც მან შემდგომში ზეწოლა უნდა განახორციელოს?
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კობა ნაყოფია.
შეგახსენებთ, რომ დეპუტატ ნიკა მელიას დაკავებასა პროკურატურა ითხოვს. გენერალურმა პროკურორმა, ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემის თხოვნით პარლამენტს წერილი წარუდგინა.