ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სულ გააფრინე? შენ მე სააკაშვილი ხომ არ გგონივარ?” – მდინარაძე აბესაძეს

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „ევროპული საქართველოს” წევრს, ირაკლი აბესაძეს მიმართა, რომელიც ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოდიოდა და 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე საუბრობდა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა ის აბესაძეს მიხეილ სააკაშვილი გონია.

სწორედ აღნიშნულ განცხადებას მოჰყვა კამათი კომიტეტების სხდომაზე.

„არ გაინტერესებთ საერთოდ საკითხი. კითხვა დასვით.სულ გააფრინე? არ მაინტერესებს თვალი რომ დაკარგეს? შენ მე მიშა სააკაშვილი ხომ არ გგონივარ?”,- მიმართა მდინარაძემ ოპოზიციას, კონკრეტულად კი ირაკლი აბესაძეს.

პარლამენტში, ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, ენმ-ის წევრის, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე მსჯელობენ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა ნიკა მელიას ბრალს საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში სდებს.

იტვირთბა....