მინდა სასწრაფო დახმარების თითოეულ წევრს დიდი პატივისცემა დავუდასტურო და მადლობა მინდა მათ გადავუხადო. ისინი 24 საათის განმავლობაში, თითოეული ჩვენი მოქალაქის გადასარჩენად ზრუნავენ, რაც რუსთაველის გამზირზე მომხდარი მოვლენების დროს, კიდევ ერთხელ დადასტურდა. მინდა აღვნიშნო, რომ მუნიციპალიტეტის მერიის სახელით, 20-21 ივნისის აქციის დროს რუსთაველის გამზირზე მყოფი ბრიგადების ყველა წევრს მადლობის სიგელი და ფულადი ჯილდო გადაეცემა. გულწრფელი მადლობა ამ ადამიანებს
კახა კალაძე ეს განცხადება მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.