ახალი ამბები მთავარი სამართალი

ადვოკატი: ნიკა მელიას საქმეში, პირველივე დღიდან, არის ძალიან უხეში საპროცესო დარღვევები

ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, ნიკა მელიას საქმეში, პირველივე დღიდან არის ძალიან უხეში საპროცესო დარღვევები

მისივე თქმით, პროკურატურისგან მტკიცებულებები დღემდე არ მიუღიათ. 

“აღნიშნულ საქმეში პირველივე დღიდან არის ძალიან უხეში საპროცესო დარღვევები. გუშინს მერე ჩვენ ვთხოვთ პროკურატურას, რომ გადმოგვეცეს მტკიცებულებები თუ რაზე დაყრდნობით მოხდა ბრალდება ნიკანორ მელიასათან მიმართებით, დღემდე ჩვენ არ გადმოგვცემია არანაირი მტკიცებულება. მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ პროკურატურის მიერ პარლამენტში გადაგზავნილ შუამდგომლობაში არის ძალიან ბევრი შეუსაბამო ფაქტები, ისეთ ფაქტებზეა მითითება, რომ თითქოს, ნიკანორ მელია მიიმალება და აუცილებელია მისი დაპატიმრება, მას აქვს ორი პასპორტი და ესეთ სამართლებრივ თემატიკას განიხილავს ახლა პარლამენტი,”-აცხადებს გიორგი კონდახაშვილი. 

პარლამენტი ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხის განიხილავს. 

იტვირთბა....