ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ისტერიულ მდგომარეობაში მყოფი ივანიშვილის რეჟიმისგან არაფერს გამოვრიცხავ” – ბოკერია

ისტერიულ მდგომარეობაში მყოფი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისგან არაფერს გამოვრიცხავ, ეს არის ყველასთვის აშკარად პოლიტიზებული ნაბიჯი და ამოცანა არის ყველასთვის თვალნათელი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას სურს, კრიზისი წინა და ახალ ხელისუფლებებს შორის დაპირისპირებაში გადაიყვანოს.

„სურთ, ეს კრიზისი, რომელიც თვითონ შექმნეს საკუთარი უპასუხისმგებლობითა და კრიმინალური ნაბიჯებით, სადაც მთელი საზოგადოება, განურჩევლად პოლიტიკური სიმპატიებისა, უპირისპირდება ხელისუფლებას და ითხოვს გიორგი გახარიას გადადგომას, ვინც არის პირდაპირი პასუხისმგებელი ამ კრიმინალური სისხლიანი ღამის, სურთ, ეს ამბავი გადაიტანონ ისევ ძველ ჭრილში, წინა ხელისუფლებისა და ახლანდელი ხელისუფლების დაპირისპირებაში. ეს არის ამ ტიპის პოლიტიკური პროვოკაცია, მაგრამ არ გამოუვათ, საზოგადოების კონსენსუსი ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე რომელიმე პოლიტიკური ლიდერის. ეს იქნება მელია, მე თუ სხვა, ვინც არ უნდა დაიჭირონ, ეს საკითხი იქნება გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, შემდეგ პროპორციული თავისუფალი არჩევნების ჩატარება, რომლის შედეგადაც ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდება, არ მოიხსნება დღის წესრიგიდან, კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შევლენ“, – განაცხადა დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ.

იტვირთბა....