შენ რომ მიშას დავალებებს ასრულებ, რომან, ყველაზე ასე გგონია და ასე არ ხდება. ჩვენ ჩვენი აზრი გვაქვს და ვუზიარებთ ერთმანეთს და თქვენ ვერ უზიარებთ, ის გიჟი რომ დარეკავს იქიდან, სტარტზე დგახართ, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს, პარლამენტის ბიუროს საგანგებო სხდომაზე, რომელიც დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ პროკურატურისთვის თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით გაიმართა.
მდინარაძის ეს რეპლიკა რომან გოცირიძის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, გოცირიძემ ბიუროზე მყოფ უმრავლესობის წევრებს ბიძინა ივანიშვილის დავალებების შემსრულებლები უწოდა.
„თქვენ გაქვთ ერთი დღე, თქვენ გაქვთ ერთი ღამე, ხვალ გამოიტანთ ამ საკითხს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დაფიქრდით, ბიურო არის ივანიშვილის ნაღები, თქვენ ხართ ივანიშვილის დავალებების შემსრულებები, თქვენს გარდა, არის ასამდე კაცი, მე მოვუწოდებ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, რომლებსაც თუკი შერჩენიათ გონიერება და ღირსება, თქვენ ჩადიხართ დანაშაულს, პირველად საქართველოში ხდება, რომ წამყვანი პოლიტიკური პარტიის ლიდერს აპატიმრებენ,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.
რომან გოცირიძემ პროტესტის ნიშნად ბიუროს სხდომა დატოვა