პოლიტიკოსებმა, რომლებმაც შტურმზე წაიყვანეს ახალგაზრდები, პასუხი უნდა აგონ. იმ პოლიტიკოსების პასუხისმგებლობის საკითხი რომ არ დადგეს, ამიტომ ცდილობენ, რომ გახარიას თემით გადაფარონ მედიის დღის წესრიგი. გახარია არ უნდა გადადგეს, თუმცა, სერიოზული მოკვლევა უნდა ჩაატაროს თავისთან, უწყებაში და ძალის გადამატების ნებისმიერი თემა, ჯერ უნდა იქნეს სამართლებრივად შეფასებული და მეორე, რაც მნიშვნელოვანია, მომავალში არ უნდა დაიშვას.
ასე რომ 70 000 პოლიციელის წინააღმდეგ გალაშქრებას გარკვეული სტრატეგიული წინაპირობა და საფუძველი გააჩნია. გახარია პოპულარულია მინისტრია და ვფიქრობ, პატრიოტიზმითაც თუ არ აჭარბებს, არავის ჩამორჩება, ვინც ხმამაღლა ლაპარაკობს დღეს შექმნილ საკმაოდ მძიმე სიტუაციაზე
გია ვოლსკი