“ჩვენ არ გვჭირდება სახელმწიფო გადატრიალება, მაგრამ გვჭირდება პოლიტიკური გადატრიალება – ელიტების ცვლილება, მაგრამ მანამდე, ხელისუფლებამ, ეს მისი პასუხისმგებლობაა, პირველ რიგში, წესრიგი და მშვიდობა უნდა უზრუნველყოს, ქვეყანაში. მხოლოდ მშვიდ ვითარებაშია შესაძლებელი საღი აზრის გაჩენა, რაც ყველაზე დიდი დეფიციტია ჩვენს პოლიტიკაში. საზოგადოებამ უნდა იგრძნოს, რომ იხსნება ახალი სივრცე, სადაც არსებული ჩიხიდან გამოსავალი ხალხის ხელშია. ამ თვალსაზრისით, “ოცნებამ” უნდა შეასრულოს გარკვეულად, დროებითი მთავრობის ფუნქცია და უზრუნველყოს სამი რამ: წესრიგი, სტაბილურობა და სამართლიანი არჩევნები”.
გია ჟორჟოლიანი, დეპუტატი