“მე მინდა, პოლიციის მოქმედება შევაფასო იმიტომ, რომ ბევრი საუბრობს მათ ქმედებაზე ? რა თქმა უნდა, ჩვენ ვიღებთ იმაზე პასუხისმგებლობას, რაც მოხდა, მაგრამ ობიექტურად უნდა შევაფასოთ, თუ როგორ განვითარდა მოვლენები. პოლიცია ორი საათის განმავლობაში სრული მოთმინებით, აბსოლუტურად ძალადობრივი რეაგირების გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამის ლეგიტიმური და კანონიერი უფლება ქონდათ, შეიძლება ვალდებულებაც, იდგნენ და იცავდნენ ქვეყნის ინსტიტუტს, ჩვენს მოქალაქეებს. ორი საათის განმავლობაში ასამდე პოლიციელი დაშავდა იქ და სულ რაღაც 14 სამოქალაქო პირი, ისიც – ჭყლეტვაში. შემდგომ დამატებითი ძალის გამოყენების აუცილებლობა დადგა და ეს იყო იძულებითი აუცილებლობა, როდესაც ჩვენი პოლიციელები ორი საათის განმავლობაში ასე მოთმინებით იდგნენ და ეს იყო ჩვენი პოლიტიკური პოზიცია, რომ არა, ამ ქვეყანაში არ შეიძლება ძალადობა და ეს უნდა შეიგნოს ყველამ. მაგრამ სირცხვილი იმათ, ვინც, ერთი რომ, ამ ძალადობისკენ მოუწოდებდა, მეორე სირცხვილი იმათ, რომ დაინახეს ასეთი მაღალი რისკი იყო ჯანმრთელობის დაზიანების, ერთი ნაბიჯი, ერთი მოწოდება არ გააკეთეს. სირცხვილი იმათ, ვინც მიატოვეს ეს ადამიანები და გაიქცნენ, დაიმალნენ და სირცხვილი იმათ, ვისაც არ ეყოთ გამბედაობა და დღესაც ვერ გაემიჯნენ იმიტომ, რომ პოლიტიკური მადა მათი არის, აი, ამ ეშმაკზე ჩამოკიდებული. ამიტომ, თუ ვსაუბრობთ პასუხისმგებლობაზე, დიახ, სამწუხაროდ, იყო შემთხვევები, სადაც პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების გადამეტებას. ამაზე მკაფიოდ ვთქვით, რომ ამაზე დადგება პასუხისმგებლობა და 10 პოლიციელს უფლებამოსილება აქვს შეჩერებული და ორი პოლიციელის მიმართ დაწყებულია სისხლის სამართლებრივი პროცესი. მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთავარია, რომ ჩვენ ადეკვატური პასუხი უნდა გავცეთ ჩვენ საზოგადოებას და დავიცვათ შავი ჭირისგან”
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშილი პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას;