“შედეგი, რომელიც დადგა და მივიღეთ ამ ყველაფრის შემდეგ არიან ადამიანები, ჩვენი მოქალაქეები სამუდამოდ დასახიჩრებულები. არ მაინტერესებს, რა მრწამსის გამო იყვნენ მოსულები, მე ვთვლი, რომ შესაძლებელი იყო აი ამ შედეგების თავიდან აცილება. აქედან გამომდინარე, ჩემთვის მიუღებელია, პოლიციის ქვედა ეშელონებში ამ შედეგების დადგომის მიზეზების ძებნა. შედეგზე, რომელიც მივიღეთ, პასუხისმგებელია შს მინისტრი. ამას ახალს არაფერს ვამბობ. ვაფასებ შედეგის მიხედვით და პასუხისმგებლობა ეკისრება შინაგან საქმეთა მინისტრს. მე მის ადგილზე გადავდგებოდი”
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბიძინა გეგიძე პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას;