ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ქართული ოცნება” წინა ხელისუფლებას დაემსგავსა – ნარჩემაშვილი

“მე რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვყოფილიყავი, თანამდებობას დავტოვებდი”, — განაცხადა ოცნების ყოფილმა დეპუტატმა კობა ნარჩემაშვილმა პარლამენტის პლენარული სხდომის დაწყების წინ.

მისი თქმით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხელისუფლების შესანარჩუნებლად არ არსებობს, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტების გადასარჩენად.

“პოლიტიკური პასუხისმგებლობა არსებობს იმიტომ კი არა, რომ ხელისუფლებები შენარჩუდნენ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა არსებობს იმისთვის, რომ ინსტიტუტები იყოს გადარჩენილი. მე მოვუწოდებ ყველა საშუალო, მაღალი თუ უმაღლესი რანგის პირებს, გამოიჩინონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა“, — განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

მისივე განცხადებით, ქართული ოცნება წინა ხელისუფლებას დაემსგავსა

„მან აირჩია უკიდურესად დესტრუქციული ძალა მთავარ ოპონენტად და ამ დესტრუქციულ ძალასთან დაპირისპირებაში ნელ-ნელა თვითონ დაემსგავსა წინა ხელისუფლებას. ეს პასუხისმგებლობა მაქსიმალურად სწრაფად უნდა იყოს აღებული. ამ პოლიციელების მოქმედება ღამის ორის ნახევრის შემდეგ, 21 ივნისს, ძალიან ჰგავდა წინა ხელისუფლების მოქმედებას”, — თქვა ნარჩემაშვილმა.

 

 

იტვირთბა....