“საარჩევნო ბარიერი დემოკრატიულ ქვეყნებში იმისთვის არსებობს, რომ ელექტორატის არ მქონე პოლიტიკური პარტიები ვერ შევიდნენ პარლამენტში. ვინაიდან დემოკრატია ხალხის ნების მმართველობას ნიშნავს, პარლამენტი კი სახალხო წარმომადგენლობაა. შესაბამისად პარლამენტში, ლოგიკურად, არ უნდა იყოს წარმოდგენილი ის ძალა, რომელიც „არავის“ წარმოადგენს.
ვერცერთი (იგულისხმება ამომრჩევლის მქონე) პოლიტიკური ძალის ინტერესში ვერ იქნება მოასპარეზე ძალების ხელოვნურად გამსხვილება, იმიტომ რომ, ყოველი მომდევნო, ლოგიკურად, მისი კონკურნტია და პოტენციურად მისი პროპორციული წარმომადგენლობის კლების პირდაპირპროპორციულია (მითუმტეს ოლიგარქიებში და ისეთ სისტემებში და ქვეყნებში, სადაც ფინანსურად უზრუნველყოფილი, როგორც წესი, სწორედ ობიექტურად დაბალი ან ნულოვანი ელექტორრაული ღირებულების პარტიები არიან).
ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აწყობს ნულოვანი ბარიერი, არ ჰყავს საკმარისი ამომრჩეველი, არ აქვს საკუთარი ძალების იმედი და პარლამენში დამოუკიდებლად ვერ მოხვდება.
ნულოვანი ბარიერი ნიშნავს უამომრჩევლო პარტიებისთვის ხელოვნურად სათათბურე პირობების შექმნას, ხოლო ელექტორალური კაპიტალის მქონე პარტიების ასევე ხელოვნურად დასუსტებას.
ხელოვნურად პარტიების წახალისება კი ვის ხელეწიფება და ვის ინტერსშია, მაინცდამაინც რთული გამოსაცნობიც არ უნდა იყოს, ჩემი მოკრძალებული აზრით”
ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ნინო კალანდაძე; სოციალური ქსელი;
შეგახსენებთ, რომ პარტია “ქარტული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გამოდის ინიციატივით, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდეს.