ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის წევრი, უმაღლესი რადას ვიცე-სპიკერი ირინა გერაშენკო აცხადებს, რომ ის 188 პოლიტიკოსი, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ასამბლეაში რუსეთის დაბრუნებას, ახლა პასუხისმგებელნი არიან დონბასსა და ყირიმში უკრაინელების მკვლელობასა და პოლიტპატიმრების დამცირებაზე.
“სამწუხაროდ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის დაბრუნების სასარგებლოდ კენჭისყრა მოსალოდნელი იყო. ამ ორგანიზაციის 118 დეპუტატმა ხმა მისცა იმას, რომ რუსეთმა გადაიხადოს საწევრო და არ შეასრულოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციები. ფული მათთვის გაცილებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე პრინციპები. ახლა ეს 118 პოლიტიკოსი პასუხისმგებელია დონბასსა და ყირიმში უკრაინელების მკვლელობებზე, პოლიტპატიმრების დამცირებაზე. სიმბოლურია, რომ ეს საშინელი რეზოლუცია ევროსაბჭომ 25 ივნისს მიიღო – იმ დღეს, როდესაც რუსულმა მხარემ უნდა გაათავისუფლოს ჩვენი მეზღვაურები, რადგან ტრიბუნალმა კრემლს ტყვეების გასათვაისუფლებლად სწორედ ერთი თვე მისცა. თუმცა ეს არ მომხდარა“, – განაცხადა ირინა გერაშენკომ.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთისთვის ხმის მიცემის უფლების აღდგენას 118 ხმით 62-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. თავი შეიკავა ათმა დელეგატმა.