„რუსეთს ეშინია, რომ ჩვენ ავაშენებთ მათზე უკეთეს განათლების სისტემას, იმიტომ, რომ მერე ჩვენთან აფხაზები და ოსები ივლიან სასწავლებლად. მათ ეშინიათ, რომ ჩვენ ავაშენებთ მათზე უკეთეს ჯანდაცვის სისტემას იმიტომ, რომ ჩვენი ძმები აქ ივლიან ჯანდაცვის სერვისების მისაღებად. მათ ეშინიათ, რომ ჩვენ ავაშენებთ თავისუფალ საზოგადოებას, სადაც ყველა დაცულად იგრძნობს თავს. ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ. უფრო მეტიც, საბოლოო ჯამში, ჩვენ მივაღწევთ თავისუფალ, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოს, ისეთ ქვეყანას, ისეთ იურისდიქციას, სადაც რუსეთიდან გამოქცეულები შეაფარებენ თავს”
პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სერგეი გავრილოვის პარლამენტის სავარძელში ყოფნასადა ფორუმის სპიკერობას აპროტესტებენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა.
გიორგი ქადაგიძე, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი
“ტვ პირველის” ეთერი