ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“გახარიას განმარტებები არ გვაინტერესებს, ჯერ გადადგეს და შემდეგ მოვუსმენთ” – ნადირაშვილი

ოპოზიციონერი დეპუტატის, ირმა ნადირაშვილის, განცხადებით, „ევროპული საქართველო“ საკანონმდებლო ორგანოში შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას, გამოსვლის დღეს როგორ გამოხატავს პოლიტიკურ პროტესტს, ამაზე პარტიაში იმსჯელებენ.

​როგორც ჟურნალისტებს ირმა ნადირაშვილმა განუცხადა, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე რეზოლუციის პროექტი შეიტანეს, რითაც გიორგი გახარიას გადადგომა მოითხოვეს.

„ამის ნაცვლად გავიგეთ, რომ გიორგი გახარიას პარლამენტში მოსვლა და განცხადების გაკეთება სურს. მისი განმარტებები არ გვაინტერესებს. ნათელი სურათი რა ხდებოდა გავრილოვის ღამეს, ეს საკუთარი თვალით ვნახეთ, რადგან იქ ვიდექით და ვიცით, გახარია რაზე არის პასუხისმგებელი. პასუხისმგებელია, ოკუპანტების გამო საკუთარი მოქალაქეების დასახიჩრებასა და მხედველობის დაკარგვაში. გიორგი გახარიას ვურჩევ, ჯერ გადადგეს და შემდეგ მობრძანდეს და მოვუსმენთ”, – განაცხადა ნადირაშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია, წერილობით მიმართავს პარლამენტს და 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პლენარულ სესიაზე გამოსვლას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

იტვირთბა....