ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოდან რუსეთის ტერიტორიაზე იმპორტირებულ ალკოჰოლურ სასმელზე კონტროლი მკაცრდება

“როსპოტრებნადზორი“  საქართველოდან რუსეთის ტერიტორიაზე იმპორტირებულ ალკოჰოლურ სასმელზე კონტროლს ამკაცრებს. ამის შესახებ ინფორმაციას „როსპოტრებნადზორის“ ოფიციალური საიტი ავრცელებს.

ჩამოთვლილია ის კომპანიები, რომლებიც „როსპოტრებნადზორის“ ინფორმაციით, ვერ აკმაყოფილებენ შესაბამის სტანდარტებს. ესენია: „ბაგრატიონი 1882; „ბოლერო ენდ კომპანი“, „კახეთის ტრადიციული მეღვინეობა“, „ბადაგონი“, „ქართული ღვინის სახლი“, კორპორაცია ქართული ღვინო“, „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია“, „ბატონო“.

უწყების განცხადებით, საქართველოდან რუსეთში შესული ალკოჰოლური სასმელის ხარისხი გაუარესებულია.

იტვირთბა....