aviabiletebi
მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

თურმე ზაზა სარალიძე მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო გადატრიალებისთვის ყოფილა საჭირო – სარალიძე

„ძალიან სამწუხაროა, რომ მიწევს ამ სიტყვების დაწერა და რეალური სურათის აღწერა.
ადამიანები, რომლებიც თავგამოდებით მიცავდნენ, იმისგან როდესაც თითს იშვერდნენ ჩემსკენ, თითქოს რომელიმე პარტიის ინტერესების გასატარებლად ვიდექი რუსთაველზე და ათასგვარ ჭორებს თხზავდნენ ჩემს ოჯახზე.

დღეს იგივე ადამიანები ანალოგიურ ცილისმწამებლურ განაცხადებს აკეთებენ ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ.

ასევე ამ კომპანიაში ჩართული არიან ის პირებიც, რომლებიც ჩვენი აქციების საორგანიზაციო ჯგუფის წევრები იყვნენ და ათასგვარ სამართლებრივ გზაზე დაგვეხმარა არა მარტო ფიზიკურად,არამედ მორალურად და ფინანსურად.
მაგრამ კონკრეტულმა პირებმა დღეს დამანახა ის რომ,თურმე ზაზა სარალიძე მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო გადატრიალებისთვის ყოფილა საჭირო.

როდესაც სიმართლის კარი გაიღო და ამაში თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ პოლიტიკოსს, თითოეულ ემიგრანტს და იმათაც, რომლებმაც ტალახი გვესროლა, საერთოდ თითოეულ ადამიანს, განურჩევლად რელიგიური მრწამსისა,
ზაზა სარალიძე, მისი მეუღლე, ქალიშვილი და ყველა ოჯახის წევრი უღრმეს მადლობას გიხდით.

მე არ ვარ საჯარო მოხელე და არ ვაგროვებ მხარდამჭერებს, იმისთვის რომ სადმე ვინმეს შევეჯიბრო. ჩემი მხარდაჭერა ვფიქრობ, ნიშნავს სიმართლის და ჭეშმარიტების მხარდაჭერას. ნუ ცდილობთ პარტიული ინტერესები მიაწეროთ ჩემს ოჯახს, რასაც აქამდე ახორციელებდნენ.

ყველა პარტიის ლიდერების საყურადღებოდ ვამბობ ამ სიტყვებს. ოცბებიდან დაწყებული ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერებს მივმართავ.
ნუ ახორციელებენ ნურცერთი მხარის აქტივისტები ჩემს მიზანმიმარტულ დისკრედიტაციას, იქიდან გამომდინარე, რომ ამით ერთმანეთში თესავთ შუღლს და ბოროტებას.

ამით მე არაფერი დამიშავდება. მკვდარი არც მეორედ კვდება და აღარც ტალახში ისვრება, მაგრამ თქვენ ამით მიკლავთ ცოცხალ შვილს და უნადგურებთ მას საქართველოს და ქართველი ხალხის სიყვარულს. არ არის აუცილებელი 12 სადისტური ჭრილობით დაჩეხონ,თქვენი სიტყვებით ცოცხლად მარხავთ საქართველოს მომავალს.

და შემდეგ გიკვირთ, რატომ გაქციათ ხალხმა ზურგი.

ნურავინ ფიქრობს რომ ზაზა სარალიძემ სიმართლეს მიაღწია.
უბრალოდ სიმართლის კარი გაიღო თქვენი თანადგომით.
ყველაზე რთული ეტაპი აწი იწყება და იმედი მაქვს სრულ ჭეშმარიტებამდე მივალთ და სამართალი საბოლოოდ აღგდგება.

თუმცა ამით შვილს ვერ დავიბრუნებ.
იმიტომ რომ ის უკვე დაჩეხეს სადისტურად და დღეს სოფ.გლდანის სასაფლაოზე განისვენებს.

არ მინდა იმის მოსმენა,როცა მეუღლე და შვილი მეუბნება:
-ეს ადამიანები ხომ ჩვენს გვერდით იდგნენ და დღეს რატო გაქციეს ზურგი?

ჯერ კიდევ თავს ვიკავებ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას.
არ მინდა იმის დაჯერება რომ ვინმეს არ მოეწონა ჭეშმარიტ გზაზე ამ საქმის დადგომა,რასაც დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სადისტურად მკვლელობის საქმე ქვია.
მკვლელობის საქმეს ხაზგასმით ვწერ,იმიტომ რომ ადამიანებისთვის ვისაც ეს არ გამოუცდია და უფალს ყოველი ლოცვის დროს ვევედრები,რომ არავის გამოაცდევინოს,ეს მართლაც მკვლელობის საქმეა.

მე ნუ მიცოდებთ,იმიტომ რომ ეს ჯვარი მუდამ სატარებელი მექნება.

შეიცოდეთ საქართველოს მომავალი და ერთმანეთის ლანძღვა გინებას ნუ ასწავლით!

მე ამით არაფერი დამიშავდება და არც ბრძოლის შეწყვეტას ვაპირებ,მიუხედავად იმისა რომ ხელახალი დისკრედიტაციის კომპანია დაიწყო.

ვინც არ უნდა დამიდგეს წინ,არ აქვს ამას მნიშვნელი,ყველას შევაკლავ თავს და ჩემი სადისტურად მოკლული შვილის დამცირებას არავის ვაპატიებ.

ღმერთმა დაგლოცოთ თითოეული თქვენთაგანი და დიდი მადლობა ყველას, მიუხედავად იმისა დღეს მტრად მიყურებთ თუ მოყვარედ“

aviabiletebi
ავიაბილეთები

ზაზა სარალიძე; სოციალური ქსელი;

იტვირთბა....