ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მამუკა ხაზარაძე TBC-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ ხელახლა აირჩიეს

ლონდონში ახლახანს დამთავრდა TBCBANK Group PLC აქციონერთა კრება. აქციონერთა 97 პროცენტმა ხმა მისცა დირექტორთა საბჭოში ჩემი, როგორც თავჯდომარის მოადგილის ხელახალ არჩევას. – წერს TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე საკუთარ Facebook გვერდზე.

“ლონდონში ახლახანს დამთავრდა TBCBANK Group PLC აქციონერთა კრება. აქციონერთა 97 პროცენტმა ხმა მისცა დირექტორთა საბჭოში ჩემი, როგორც თავჯდომარის და ბადრი ჯაფარიძის, როგორც თავჯდომარის მოადგილის ხელახალ არჩევას. თიბისი ბანკის ჯგუფის აქციონერთა შორის 105 ინსტიტუციონალური ინვესტორია, აშშ, დიდი ბრიტანეთი და კონტინენტური ევროპიდან.
ამ ფაქტს ჩვენ აღვიქვამთ, აქციონერთა და ინვესტორთა მხრიდან ჩვენდამი დიდი ნდობის გამოცხადებად და ჩვენს მიერ შემუშავებული სტრატეგიის მხარდაჭერად, რისთვისაც მადლობას ვუცხადებ ყველა ჩვენ პარტნიორს, გუნდის წევრს და ყველა იმ ადამიანს ვინც მუდმივად ნდობას და მხარდაჭერას გვიცხადებდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში.” – წერს ხაზარაძე

შეგახსენებთ, რომ ხაზარაძემ TBC-ის სამეთვალყურეო საბჭო 21 თებერვალს დატოვა.

იტვირთბა....