“ნულოვანი ბარიერი, რაც რეალობაში 0,67%-ს ნიშნავს (ბუნებრივი ბარიერია 150 კაციანი პარლამენტისთვის) არის სწორი და ერთადერთი სამართლიანი სისტემა
ის რომ სააკაშვილი ამის წინააღმდეგია ნიშნავს მხოლოდ შემდეგს:
1. მას, როგორც მსხვილი პარტიის ლიდერს, აწყობს პოლიტიკურ ბაზარზე ახალი, პატარა მოთამაშეებისთვის რეგულატორული ბარიერების არსებობა, რადგან ასეთ შემთხვევაში ის რჩება ბიძინასთან პირისპირ და ინარჩუნებს ბაზაზრზე დომინანტურ პოზიციას (ბოლო წლები რაც ხდება)
2. ეშინია რუსთაველზე მიმდინარე აქციის მუხტი არ დავარდეს, რაც ხელს შეუშლის რევოლუციური სცენარის განვითარებას
ნულოვანი ბარიერის საჯაროდ დაფიქსირებული ორივე საწინააღმდეგო არგუმენტი არის ბოდვა:
1. პრორუსული ძალები შევლენ – და რატომ არ უნდა შევიდნენ თუ აიღებენ 0.67%-ს? დემოკრატიის აღარ გჯერათ? თან გჯეროდეს რომ ოცნება პრორუსულია და მასზე ბურჯანაძის მიმატების გეშინოდეს, ცოტა სასაცილოა
2. ბიძინა შექმნის პატარ-პატარა პარტიებს და შეიყვანს პარლამენტში – ალბათობა დაბალია, ყველა დაიწვება. ასეც რომ არ იყოს, ეგეც დემოკრატიის ნაწილია.
აჯობეთ იმ პატარ-პარტიებს და პრორუსებსაც თუ ტ@@კი გაქვთ. თუ ტ@@კი არ გაქვთ, ბარიერი ვერ გიშველით. ჩვენ არ გვეშინია არც ერთის.
ახლა საჭიროა ამ გამარჯვების ბოლომდე გაფორმება და ფოკუსირება დანარჩენ მოთხოვნებზე.
ნებისმიერი ვინც ამის წინააღმდეგ წავა ან სიტუაციას არევს, ტ##კია”
ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, სადაც ივანიშვილი გამოდის ინიციატივით, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდეს.