ხელისუფლებას გაუჭირდა და კონტრვერსია შემოგვთავაზა. პირველივე არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით და ეს რა თქმა უნდა, ჩვენი საზოგადოების მიღწევაა. ამასთანავე, ხელისუფლება ცდილობს, რომ თავის სასარგებლოდ გამოიყენოს შექმნილი ვითარება. ერთის მხრივ, ის იძულებულია, რომ პროპორციულ არჩევნებს დათანხმდეს და მეორეს მხრივ, მისთვის უფრო სასარგებლო ვერსიას ამუშავებს ან დამუშავებული აქვს, მაგალითად, ჩვენ არც ერთს არ მოგვითხოვია ნულოვანი ბარიერი, – ასე ეხმაურება “მეტრონომთან” საუბრისას “რესპუბლიკური” პარტიის ლიდერი დავით ბერძენიშვილი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, სადაც ივანიშვილი გამოდის ინიციატივით, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდეს.
ბერძენიშვილის განცხადებით, მის გათვალისწინებით, რომ “ქართული ოცნების” ორბიტაზე ძალიან ბევრი ჯგუფი შეიქმნა, რომელთაც ეზიზღებათ “ნაციონალური მოძრაობა” და სხვა პოლიტიკური პარტიები, მათ რა თქმა უნდა, უქმნის საშუალებას თითო-თითო მანდატით შეაგროვონ გარკვეული რაოდენობა და წაართვან პრინციპულ ოპოზიციურ პარტიებს მანდატები.
თავისთავად, ეს ძალიან დემოკრატიულია, მაგრამ ხელისუფლება როდის მერე გახდა ასეთი დემოკრატიული? ესე იგი მას აქვს პრაგმატული ინტერესი, რომ ნულოვანი ბარიერი იყოს. ეს ნიშნავს 0.66%-ს, რომელიც 1 მანდატს იძლევა. იმის გათვალისწინებით, რომ “ქართული ოცნების” ორბიტაზე ძალიან ბევრი ჯგუფი შეიქმნა, რომელთაც ეზიზღებათ “ნაციონალური მოძრაობა” და სხვა პოლიტიკური პარტიები, მათ რა თქმა უნდა, უქმნის საშუალებას თითო-თითო მანდატით შეაგროვონ გარკვეული რაოდენობა და წაართვან პრინციპულ ოპოზიციურ პარტიებს მანდატები. მე გამახსენდა 1992-1995 წლების პარლამენტი, სადაც დაახლოებით, ეს ვითრება იყო და ერთმანდატიანი პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა იყო შევარდნაძის მხარდამჭერი და მათი საშუალებით გაიტანა შევარდნაძემ “ესენგეში” შესვლა.
ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არის უზარმაზარი წარმატება ჩვენი საზოგადოების, ახალგაზრდების, პოლიტიკური სპექტრის, რომ იძულებული არიან დაიწყონ პროცედურები და პოლიტიკურად უკვე დააანონსეს, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები იქნება პროპორციული სისტემით. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ძალიან ბევრი პროცედურა ჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებებს და მუდმივი კონტროლი იქნება, რომ ხელისუფლება სადმე შემთხვევთ, ვითომ არ “გაიჭედოს” და არ შეაფერხოს მისი დეკლარირებული ხაზის გატანა. იმიტომ, რომ ახლა მას ძალიან უჭირს და თუ ამოისუნთქა და გაივაკა, შეიძლება, ვერ მიიღოს ეს გადაწყვეტილება”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, ივანიშვილის განცხადება არ არის გარანტია და მას მუდმივი მონიტორინგი ჭირდება.
“შეგახსენებთ, რომ პრემიერ ღარიბაშვილის მიერ დეკლარირებული იყო 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, ეს ხდებოდა 2015 წელს და საკნაონმდებლო ინიციატივაზე 84 დეპუტატის ხელმოწერაც იყო. შემდეგ ეს ინიციატივა გამოეკიდა და “ქართულმა ოცნებამ” მოატყუა საზოგადოება. მაშინაც მაღალი რანგის პოლიტიკოსი გამოვიდა, პრემიერი ღარიბაშვილი. ახლა, აგერ ივანიშვილი და კომენტარებს იძლევა პრემიერი ბახტაძე. ასე, რომ გარანტია ეს ჯერ კიდევ არ არის და მუდმივად დაჭირდება საზოგადოებრივ-პოლიტიკური მონიტორინგი.
მესამე, პოლიტიკური რეპრესიების ფონზე აპირებენ ამ მნიშვნელოვანი დემოკრატიული გადაწყვეტილების განხორციელებას. იცით რა, გახარიაზე ხმა არ ამოუღიათ და ემუქრებოდე ოპონენტებს, რეალურად, ეს არის ისევ “ნაციონალური მოძრაობის” იზოლაციაში მოქცევის მცდელობა, რადგან ივანიშვილს სადაც მიშა არ არის, იქაც მიშა ელანდება. ეს კაცი სააკაშვილის ტყვეობიდნა ვერ გამოვიდა.
ამიტომ, ჯამში ვიყოდი, რომ ეს გადაწყვეტილება საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის უზარმაზარი გამარჯვებაა. ხელისუფლება იძულებელი გახდა ეთქვა ის, რასაც ცოცხალი თავით არ აპირებდა წამოსვლას. ხელლისუფლება პროპორციული სისტემის მიღების დეკლარირების ფონზე და პარალელურად, უამრავ ნაღმს ჩადებს საპარლამენტო არჩევნებამდე და ეს სრულიად მკაფიოა. ამიტომ, საზოგადოება, პოლიტიკა უნდა იყოს აქტიური და ეს ნაღმები ივანიშვილს არ ჩაადებინოს და დანაღმულ ველზე არ აფეთქდეს”, – განაცხადა ბერძენიშვილი.