ქართული ავიაკომპანია “საქართველოს ავიახაზები” რუს მოქალაქეებს ალტერნატიულ ავიარეისებს სთავაზობს. როგორც ავიაკომპანიის მესვეურებზე დაყრდნობით პოპულარული გამოცემა RBC იუწყება, ავიაკომპანია მზადაა, თუკი 8 ივლისიდან პუტინის ბრძანებულება ამოქმედდება, “საქართველოს ავიახაზები” ერევნიდან ტრანზიტულ ავიარეისებს შეასრულებს.
შეგახსენებთ, საქართველოში ბოლო დღეებში დაწყებული მოვლენების გამო, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბრძანებულება გამოსცა, 8 ივლისიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით ავიაფრენები შეწყდეს.