ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

შემირცხვენია ის ქვეყანა, რომლის ეკონომიკაც რუს ტურისტებზეა დამოკიდებული – ელისაშვილი

პუტინის საპასუხოდ, ზვიად ძიძიგური სამტრედიაში რკინიგზის გადაკეტვას და რუსეთის ბლოკადას არ აპირებს?სერიოზულად ის უნდა ვთქვთ, რომ სასაცილოა ზოგიერთის წუწუნი რუსი ტურისტები აღარ შემოვლენ და ეკონომიკას დაგვენგრევაო. შემირცხვენია ის ქვეყანა, რომლის ეკონომიკაც რუს ტურისტებზეა დამოკიდებული. ძალიან ბევრი ქვეყანაა რუსეთის გარდა მსოფლიოში. ამ ქვეყნებში დავხარჯოთ საქართველოს რეკლამაზე ფული და მოვლენ სხვებიც, ჩაანაცვლებენ რუსებს. რუსეთი მტერია და მტერზე დამოკიდებული, არაფრით არ უნდა ვიყოთ, ტურისტებითაც მათ შორის. თავისუფლება ძვირი რამაა, მონობა და მონის სალაფავია იაფი. თავისუფლება ბევრ შრომასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს ! ჰოდა ვიშრომოთ და ვიბრძოლოთ ამ ქვეყნისთვის! და კიდევ, იგორ როდიონოვის სულიერი მემკვიდრე მინისტრი გახარია მოშორდეს პოლიციას !

წერს ალეკო ელისაშვილი საკუთარ ”Facebook” გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა საქართველოს მიმართულებით, ეკრძალებათ.

ამასთან, ტუროპერატორებსა და ტურისტულ კომპანიებს მიეცათ რეკომენდაცია არ დაგეგმონ ტურები საქართველოში.

პუტინის განკარგულებით, დაევალათ შესაბამის უწყებებს, დროებით საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეებს დაეხმარონ უკან დაბრუნებაში.

იტვირთბა....