ზღვის კურორტები მათ გარეშეც კარგად იყო ყოველთვის ათვისებული სომხური და აზერბაიჯანული მიმართულებებიდან – პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, საქართველოდან რუსი ტურსიტების გასვლის საკითხს, საკუთარ Facebook გვერდზე გამოეხმაურა.
“რუსული მონაცემებით,საქართველოში დღეს 10000-ზე ნაკლები ტურისტია. მთელი სეზონის განმავლობაში ეს რიცხვი შეიძლება ერთი რიგით გაზრდილიყო. ეს, რა თქმა უნდა დანაკლისია, მაგრამ ჩემის აზრით, არა ისეთი დრამატული, როგორც ამას ხატავენ. იგივე ზღვის კურორტები მათ გარეშეც კარგად იყო ყოველთვის ათვისებული სომხური და აზერბაიჯანული მიმართულებებიდან. ახლაც ასე იქნება. კონკრეტული ბიზნესები, რომელთა ძირითადი მიმართულება რუსეთი იყო, დაზარალდებიან. თუმცა, ეს არ არის სისტემური დარტყმა. ასე, რომ წუწუნს მოვეშვათ და საქმეს მივხედოთ. მითუმეტეს, რომ ტურიზმი არ შეიძლება იყოს არც ერთი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ფუნდამენტი, ზუსტად სხვადასხვაგვარი, მათ შორის პოლიტიკური რისკების გამო.” – წერს ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა საქართველოს მიმართულებით, ეკრძალებათ.
ამასთან, ტუროპერატორებსა და ტურისტულ კომპანიებს მიეცათ რეკომენდაცია არ დაგეგმონ ტურები საქართველოში.
პუტინის განკარგულებით, დაევალათ შესაბამის უწყებებს, დროებით საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეებს დაეხმარონ უკან დაბრუნებაში.