ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“მსოფლიოს მართლმადიდებელი სამყარო სტალინმა გააერთიანა”: ვინ არის გავრილოვი, რომელმაც თბილისში პროტესტები გამოიწვია

ერთ-ერთი ცნობილი რუსული ტელეკომპანია თბილისში ვიზიტით მყოფი რუსი დეპუტატის შესახებ წერს. ის დაინტერესდა თუ რა მოხდა თბილისში ისეთი, რამაც საზოგადოების ასეთი აღშფოთება გამოიწვია და ვინ არის სერგეი გავრილოვი, რომელიც საქარველოს დედაქალაქში CASUS BELLI გახდა. ის დღემდე აცხადებს, რომ თბილისშიც დაპატიჟეს და პარლამენტის სპიკერის სავარძელშიც მიპატიჟებით ჩასვეს. როგორც ჩანს, რუსი დეპუტატი დღეს რაღაც დოზით ამაყობს კიდეც, რომ მის გამო საქართველოში ლამის გადატრიალება მოხდა და ამაში ის ქართულ ოპოზიციას ადანაშაულებს.

და მაინც, ვინ არის სერგეი გავრილოვი? ის არის კომუნისტი, რომელიც, ერთი შეხედვით, ცდილობს ქრისტიანული ღირებულებების დაცვას. რუსი დეპუტატი მოგზაურობს, როგორც თავად ამბობს, ერთი მეგობარი ქვეყნიდან მეორეში და ამით ზემოთ აღნიშნული ღირებულებების შენარჩუნებასა და პროპაგანდას ცდილობს. საქართველოში ჩამოსვლამდე ის ეწვია პრედნესტროვიეს, სერბეთსა და სირიას. აღსანიშნავია, რომ გავრილოვი, ჯერ კიდევ მისი სადეპუტატო ვადის დასაწყისშივე, ყოველთვის აშინებდა ყველას „დასავლეთელი პროვოკატორებით“.

სახელმწიფო დუმაში გავრილოვი რელიგიური ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების კომიტეტს ხელმძღვანელობს. რამდენიმე ხნის წინ ის ეწვია ეკატერინგბურგს, თოთქოს იმ მოტივით რომ ერთ-ერთი მშენებარე ეკლესიის მოწინააღმდეგეებსა და რელიგიურ აქტივისტებს შორის დავის საკითხი მოეგვარებინა, მაგრამ ისეთ არაფერი გამოუვიდა.

„ჩვენ უნდა გამოვავლინოთ ისეთი უცხოელი პროვოკატორები, რომლებიც ცდილობენ ხალხში, ქვეყნისა და ეკლესიის მიმართ უნდობლობის დანერგვას და რუსი ხალხის დაყოფის პროვოცირებას ახდენენ. ჩვენ იმედი გვაქვს გავაძლიერებთ საკანომდებლო საქმიანობას და შემოვიღებთ კანონებს, რაც გაზრდის იმ ორგანიზაციების პასუხისმგებლობას, რომლებიც აგენტის ფუნქციას ასრულებენ. ეს კი გაზრდის იმის შანსს, რომ შეწყდეს ხალხით მანიპულირება სოციალური ქსელების საშუალებით.“ – ასეთ განცხადებას აკეთებს რუსი დეპუტატი.

და ბოლოს, საყოველთაოდ ცნობილია, რომ სერგეი გავრილოვი არის სტალინისტი. რუსი დეპუტატი დარწმუნებულია, რომ მსოფლიოს მართლმადიდებელი სამყარო „დიდმა ბელადმა“ გააერთიანა და ამ სულიერი კავშირის დანგრევას NATO-ს ბლოკი შეეცადა.

ევგენია ზობნინა (რუსეთი)

 

 

 

იტვირთბა....