ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია, Amnesty International – ი, აქციის დროს პოლიციის მხრიდან განხორციელებული ქმედებების, დაუყოვნებლივ, სრულ და მიუკერძოებელ გამოძიებას ითხოვს. ამის შესახებ ორგანიზაცია თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერს.
როგორც განცხადებაში ნათქვამია, პოლიციის ქმედებებმა აქციაზე მყოფი პირების დაზიანება გამოიწვია, დაშავებულთა შორის კი, სულ მცირე, 31 ჟურნალისტია.
“მათ უმეტესობას მოხვდა რეზინის ტყვია მიუხედავად იმისა, რომ იდენტიფიცირებულები იყვნენ, როგორც ჟურნალისტები და ცდილობდნენ საპროტესტო აქციის გაშუქებას. მნიშვნელოვანია, პოლიციამ პატივი სცეს გამოხატვის თავისუფლებას “- აცხადებენ ორგანიზაციაში.