კრემლმა რუსეთიდან საქართველოში ფრენების აკრძალვის მოხსნის პირობები დაასახელა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, ავიაკომპანიებისთვის ფრენების აკრძალვა მაშინ მოიხსნება, როდესაც საქართველოში ვითარების ნორმალიზება მოხდება.
„საქართველოში ვითარების ნორმალიზება უნდა მოხდეს, მოიხსნას ჩვენი მოქალაქეებისთვის ნებისმიერი საფრთხე“, – განაცხდა დიმიტრი პესკოვმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე ფრენების განხორციელება დროებით აუკრძალა. ინფორმაცია კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.
წყარო – საქართველოს პირველი არხი