რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა საქართველოს მიმართულებით, ეკრძალებათ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული ტელეკომპანია “დოჟდი” ავრცელებს.
ამასთან, ტუროპერატორებსა და ტურისტულ კომპანიებს მიეცათ რეკომენდაცია არ დაგეგმონ ტურები საქართველოში.
პუტინის განკარგულებით, დაევალათ შესაბამის უწყებებს, დროებით საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეებს დაეხმარონ უკან დაბრუნებაში.