ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ივანიშვილის მცდელობა, ხელოვნური უმრავლესობა შეექმნა, არ განხორციელდა” – სამადაშვილი

რუსთაველის გამზირზე აქცია საზოგადოების მიერ იმართება, ფაქტიურად, პოლიტიკოსები არ მონაწილეობენ, ალბათ, უკეთესი იქნება, აქციის მსვლელობასა და მოთხოვნებზე კითხვა იმ ხალხს დაუსვათ, ვინც მთავარ როლშია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა, განუცხადა.

დეპუტატის თქმით, ოპოზიციისა და აქციის მონაწილეების მოთხოვნები იგივეა.

„აქციაზე მსმენელად ვიყავი, სადაც საზოგადოების აღშფოთება მოვისმინეთ. ისინი გიორგი გახარიას გადადგომასა და პროპორციულ საარჩევნო წესზე გადასვლას ითხოვენ. ბიძინა ივანიშვილის მცდელობა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი გაეუქმებინა და მორჩილი, ხელოვნური უმრავლესობა შეექმნა, არ განხორციელდა, რადგან ქართული საზოგადოება საკმარისად განვითარებულია იმისთვის, რომ არც ივანიშვილს და არც სხვას მისცეს უფლება, საკუთარი ცხოვრების მართვისთვის პოლიტიკური ბერკეტები ჩამოართვას. საქართველო რუსეთი არ იქნება, სადაც რაღაც ფსევდო დემოკრატიის ქვეშ მოგვატყუებენ, რომ არჩევნები ტარდება და ქვეყანა არჩევნების შედეგად იმართება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

იტვირთბა....