ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“გახარია ერთი უტვინო ნაბიჯით არ დაკმაყოფილდა და ახალ სისულელეებს სჩადის” – ნადირაშვილი

ოპოზიციონერი დეპუტატის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლების გამოკითხვაზე დაბარება უპასუხისმგებლო და გაუმართლებელი ნაბიჯია. როგორც ჟურნალისტებს ნადირაშვილმა განუცხადა, გამოკითხვის თაობაზე გიგი უგულავასთან არ უსაუბრია და მისი პოზიცია არ იცის, მაგრამ თავად ფიქრობს, უგულავამ ჩვენება უნდა მისცეს.

„მიუხედავად იმისა, რომ დღეს არც პროკურატურა და არც შინაგან საქმეთა სამინისტრო არსებობს, ჩემი პოზიციაა, რომ დაბარების შემთხვევაში, გიგი უგულავა ჩვენებას მისცემს. ძალიან მიკვირს, რომ გიორგი გახარია ერთი უტვინო ნაბიჯით არ დაკმაყოფილდა, რაც გუშინ გააკეთა და ახალ-ახალ სისულელეებს სჩადის. ეს არის უპასუხისმგებლო და გაუმართლებელი ნაბიჯი. ეს ვითარებას არ განმუხტავს, ვითარებას სახლში გახარიას წასვლა განმუხტავს. „გავრილოვის ღამის“ ავტორისგან, ასეთი იაფფასიანი, „კაგებე“-ს მეთოდებით მოქმედება არსებულ სიტუაციას ვერაფერს ვერ უზამს”, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გიგი უგულავას, ნიკა მელიას და ირაკლი ოქრიაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე იბარებს. ამის შესახებ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

იტვირთბა....