თუ გუშინდელი დღის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი უფრო ღრმა ჩიხში შესვლას და ოპოზიციის წარმომადგენლების სამართლებრივ დევნას აპირებს, მასთან დაპირისპირების სხვა ფორმებზე გადავალთ, მათ შორის, საერთაშორისო ასპარეზზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განუცხადა, რომელიც გამოკითხვაზე ირაკლი ოქრუაშვილის, ნიკა მელიასა და გიგი უგულავას დაბარებას გამოეხმაურა.
სალომე სამადაშვილის თქმით, ივანიშვილი უკვე ისეთ ნაბიჯებს დგამს, რაც საერთაშორისო სანქციებისთვის სამიზნედ ხდის.
„მაიკ პომპეომ გზვანილები წყნარად და მშვიდად გააჟღერა, რაც მას უნდა მოესმინა, თუ ივანიშვილი საპირისპირო გზით სიარულს აპირებს, შესაბამისი პასუხი გვექნება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ. ქართული საზოგადოება ივანიშვილს საშუალებას არ მისცემს, ქვეყანაში დემოკრატია გააუქმოს”, – განაცხადა სამადაშვილმა.