ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

კობახიძემ წერილობითი მიმართვა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ უკვე დაწერა

ირაკლი კობახიძემ წერილობითი მიმართვა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ უკვე დაწერა.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, დღევანდელი მოცემულობით ის მხოლოდ დაკავებულ თანამდებობას ტოვებს, თუმცა პარლამენტში რჩება და სადეპუტატო მანდატს ინარჩუნებს.

პარლამენტმა ახალი თავმჯდომარე 14 დღის ვადაში უნდა აირჩიოს. პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, პარლამენტი ახალ თავმჯდომარეს 14 დღის ვადაში ირჩევს. პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს უმრავლესობას, უმცირესობას, ფრაქციას და პარლამენტის წევრთა არანაკლებ ექვსკაციან ჯგუფს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას პირველი მოადგილე შეასრულებს.

იტვირთბა....